Accentnews.ge
ნოემბერში საარსებო მინიმუმი 20 თეთრით გაიზარდა

ნოემბერში საარსებო მინიმუმი 20 თეთრით გაიზარდა

15/12/2023 08:11:32 საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.2 ლარით გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.1 ლარით გაიზარდა და 223.4 ლარი შეადგინა.

ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის დონესთანაა დაკავშირებული, ინფლაციის კლებასთან ერთან აღნიშნული ინდექსიც მცირდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S