იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს
15/12/2023 07:06:04 მსოფლიო
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. სანქციები შეეხოთ პირებს, ორგანიზაციებსა და კომპანიებს რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და კიდევ 32 რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 43 სამეცნიერო-საწარმოო კომპანია და სახელმწიფოს მიერ შექმნილი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
გარდა ამისა, იაპონიამ სანქციები დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. სანქცირებულია ორი პირი, რომლებიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ.
ყველა ამ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.
ამასთან, იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 57 კომპანიის სია რუსეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, სირიიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც დაექვემდებარენ ექსპორტის შეზღუდვებს.
ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია უერთდება დასავლეთის ქვეყნებს 1 იანვრიდან რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე ემბარგოს დაწესებაში.


