
მეტროს სადგურ “სამგორის” ჩასასვლელში ბათქაში ჩამოიშალა
15/12/2023 06:46:34 საზოგადოება
მეტროს სადგურ “სამგორის” ჩასასვლელში, შესასვლელთან ბათქაში ჩამოიშალა. ადგილზე მისულია პოლიცია და ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, რომ დაშავებული არავინაა.
შემთხვევა დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა.
მეტროს სადგურის შიდა სივრცის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მაშინ სამუშაოები ჩატარდა მეტროს კარს მიღმა და არა იმ ნაწილში, სადაც ახლა ბათქაში ჩამოიშალა.