სანდუ: ჩვენ ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას, მოლდოვა მზად არის გამოწვევისთვის
14/12/2023 18:30:24 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მადლობას უხდის ევროპულ საბჭოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვტილების მიღებისთვის.
"მოლდოვა დღეს ახალ გვერდს აბრუნებს ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნებართვით. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. გმადლობთ მხარდაჭერისა და რწმენისთვის ჩვენს მოგზაურობაში. ჩვენ ერთგული ვართ იმ მძიმე შრომის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის გამოწვევისთვის", - წერს სოციალურ ქსელში მაია სანდუ.
ცნობისთვის: ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.


