Accentnews.ge
დანიის პოლიცია კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის თაობაზე იუწყება

დანიის პოლიცია კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის თაობაზე იუწყება

14/12/2023 16:59:34 მსოფლიო

დანიის პოლიცია კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის თაობაზე იუწყება.

"დანიაში დაკავებულ სამ ადამიანს ტერორისტულ დანაშაულებში წაუყენებენ ბრალს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავი ტრანსნაციონალური ქსელი, რომლიც დაკავშირებულია კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ებრაული ადგილების გარშემო უსაფრთხოება გაძლიერდება და კოპენჰაგენში პოლიციის პატრულირება გახშირდება", – აცხადებს პოლიცია.

დანიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა ანია დალგარდ-ნილსენმა განაცხადა, რომ "ტერორისტული საფრთხე დაკავშირებულია ისრაელ-"ჰამასის" ომთან და ყურანის დაწვასთან დანიასა და მის მეზობელ შვედეთში".

დანიაში ამჟამად ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მე–5 დონეა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა არ გამორიცხა, რომ საშობაო პერიოდში ევროპა "ტერორისტული თავდასხმების დიდი რისკის" წინაშე აღმოჩნდბოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S