რუსეთის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
14/12/2023 15:24:42 მსოფლიო
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი გამოიძახა.
საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის ფაქტია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან აშკარა წინააღმდეგობაშია.
დღეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის დროს ჩამოგდებული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.


