რუმინეთმა ცაში გამანადგურებლები აუშვა რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტისას
14/12/2023 12:46:14 მსოფლიო
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის დროს ჩამოგდებული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.
როგორც იტყობინებიან, უპილოტო საფრენმა აპარატი ჩამოვარდა სოფელ გრინდუსთან, რომელიც მდებარეობს უკრაინის პორტ რენიდან დაახლოებით 8 კილომეტრში.
ნატოს წევრი რუმინეთის F-17 საბრძოლო გამანადგურებლები და Eurfighter-ის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც ასევე ნატო–ს წევრ გერმანიას ეკუთვნის, რუმინეთის საჰაერო სივრცეში აუშვეს,– აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ, რომ მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა.
14 დეკემბრის ღამეს ზედიზედ 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ რუსები ოდესის რეგიონს. დაშავდა 11 ადამიანი. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, მტერი იერიშებს ახორციელებდა როგორც რეგიონულ ცენტრზე, ასევე რეგიონის სამხრეთით - დუნაის რაიონზე. სამხედროების თქმით, დუნაის რეგიონში მტერი თავს დაესხა პორტის ინფრასტრუქტურას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს 41 შაჰედ-136/131 42–დან, უმეტესობა ოდესის რეგიონში.


