Accentnews.ge
ფინეთი და აშშ სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

ფინეთი და აშშ სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ

14/12/2023 13:10:01 მსოფლიო

ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ამბობს, რომ ეს თანამშრომლობა კრიტიკულ ვითარებაში შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

შეთანხმებას 18 დეკემბერს მოაწერენ ხელს.

„თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აშშ-სთან ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს და კრიზისის შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - თქვა ელინა ვალტონენმა.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც ის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S