თურქი დეპუტატი პარლამენტში მწვავე გამოსვლისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა [ფოტო]
14/12/2023 11:35:44 მსოფლიო
თურქი ოპოზიციონერი დეპუტატი ჰასან ბიტმეზი გარდაიცვალა ორი დღის შემდეგ, რაც მას გულის შეტევა მიიღო და გონება დაკარგა პარლამენტში, როდესაც ისრაელის მიმართ მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა. იუწყება Reuters.
54 წლის დეპუტატი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეუძლოდ გახდა და იატაკზე დაეცა.
მან გააკრიტიკა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტია (AKP) თურქეთის მიერ ისრაელთან ვაჭრობის გაგრძელების გამო, მიუხედავად ღაზაში ომისა.


"თქვენ ნებას რთავთ გემებს ისრაელში წავიდნენ და ურცხვად ეძახით ამას ვაჭრობას... თქვენ ხართ ისრაელის თანამზრახველები", - თქვა ბიტმეზმა სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნაზე ბანერის განთავსების შემდეგ წარწერით: "მკვლელი ისრაელი; AKP-ის თანამშრომელი".
სიტყვის დასრულების შემდეგ დეპუტატმა მოულოდნელად გონება დაკარგა. კოლეგები სწრაფად მივიდნენ მის დასახმარებლად.
ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ ბიტმეზი ანკარის საქალაქო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი თქმით, კვლევამ ავენა, რომ მის გულში შემავალი ორი ძირითადი სისხლძარღვი სრულად დაბლოკილი იყო.


