Accentnews.ge
რუსი ჯარისკაცები ბრძოლებში ტყვეების უკან იმალებიან [ვიდეო]

რუსი ჯარისკაცები ბრძოლებში ტყვეების უკან იმალებიან [ვიდეო]

14/12/2023 07:30:11 მსოფლიო

რუსი სამხედროები სავარაუდოდ, ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები მას შემდეგ, რაც შეისწავლეს დრონით გადაღებული ვიდეო ზაპოროჟიეს რაიონში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც იუწყებიან, 19–წუთიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიიწევს რუსული შემტევი ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისკენ უიარაღო ადამიანებს (სავარაუდოდ, უნიფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უკრაინელი ჯარისკაცები არიან) ამოფარებული. უიარაღოებს ხელები მაღლა აქვთ აპყრობილი, მათ ამოფარებული რუსი სამხედროები კი პერიოდულად ისვრიან. , ბრძოლა იწყება რუსებსა და საკუთარი პოზიციების დამცველ უკრაინელებს შორის, შედეგად ერთ-ერთი სავარაუდო ტყვე ადგილზე რჩება – ჩანს, რომ ის მიწაზე წევს. თუ ვიდეოთი ვიმსჯელებთ, ცეცხლი მისი მიმართულებით რუსმა სამხედრომ გახსნა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება, რომ იმ მიმართულებაზე, სადაც ვიდეო გადაიღეს, რუსეთის 234-ე საჰაერო სადესანტო პოლკის ძალები იბრძვიან.

თავის მხრივ, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა გამოქვეყნებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის პირველი ასეთი ვიდეო, რომელიც მან ნახა ომის განმავლობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევის კონვენცია „მკაფიოდ კრძალავს სამხედრო ტყვეების გამოყენებას საომარ მოქმედებებში“ და რომ „ტყვეები, ოფიციალური სტატუსის მინიჭების შემდეგ, უნდა იმყოფებოდნენ სპეციალურად შექმნილ ბანაკში, ფრონტის ხაზისგან მოშორებით“.

უკრაინაში დაახლოებით 50 000 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ, მათ შორისაა რუსების მიერ ტყვეების მკვლელობები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსგავს ბრალდებას უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S