Accentnews.ge
რუსეთმა ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

14/12/2023 05:36:38 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნაში გამოაცხადა, – იუწყება რუსული მედია.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი.

„ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

3 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბუდანოვსა და კიდევ რამდენიმე უკრაინელ სამხედრო ლიდერს "2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე რუსეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმების ორგანიზებისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S