Accentnews.ge
დღეს ბრიუსელში, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ

დღეს ბრიუსელში, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ

14/12/2023 05:32:13 პოლიტიკა

დღეს ბრიუსელშიევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყება. ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.

ამასთან, სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

განსახილველ საკითხებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც. გარდა ამისა, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ბოლო შეხვედრის განხილვის საფუძველზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმების მიღწევის მიზნით 2021-2027 წლების ფინანსურ ჩარჩოზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S