Accentnews.ge
მოსკოვსა და კალუგის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

მოსკოვსა და კალუგის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

14/12/2023 05:27:05 მსოფლიო

მოსკოვსა და კალუგის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამთენიისას ორი საათის განმავლობაში ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და დედაქალაქის მახლობლად, ნარო-ფომინსკში ჩამოაგდეს. სობიანინის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

დილით, რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს სუხინიჩსკის რაიონში. გუბერნატორის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ტრადიციული ფორმულირებით, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის და კალუგის ოლქებში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S