Accentnews.ge
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა ისტორიული სამიტის წინ

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა ისტორიული სამიტის წინ

13/12/2023 18:43:04 მსოფლიო

ევროკომისიამ განბლოკა 10 მილიარდი ევრო, რომელიც ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი, თუმცა გაყინეს უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო.

„საგულდაგულო ​​შეფასებისა და უნგრეთის მთავრობასთან აზრთა გაცვლის შემდეგ, კომისია თვლის, რომ უნგრეთმა მიიღო ზომები, რომლების მიღებაც ევალებოდა... უნგრეთს შეუძლია, მოითხოვოს გადახდები 10,2 მილიარდი ევროს ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ინიციატივები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, – ნათქვამია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებაში.

ამავდროულად, ევროკომისია იღებს ვალდებულებას, განახორციელოს მონიტორინგი, თუ როგორ ახორციელებს უნგრეთი მიღებულ ზომებს პრაქტიკაში და იტოვებს უფლებას, ხელახლა დაბლოკოს ფინანსური სახსრები პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

უნგრეთს ახლა შეუძლია, მიმართოს ევროკავშირს პროექტების დაფინანსებისთვის და მიიღოს კომპენსაცია.

გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ევროკავშირის ფონდებიდან მისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილზე წვდომის აღდგენის თაობაზე დამტკიცდა 14–15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის წინა დღეს. სამიტის დღის წესრიგში, მათ შორის, შედის უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფა - 50 მილიარდი ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ორბანი უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ბლოკირებით იმუქრებოდა.

მოგვიანებით POLITICO იუწყებოდა, რომ ბუდაპეშტი მზადაა, გააუქმოს ვეტო უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე და კივისთვის ევროკავშირის დახმარების ახალ პაკეტზე (50 მილიარდი ევროს ოდენობის ოთხწლიანი დახმარების პაკეტი), თუ უნგრეთს ევროკავშირი ფინანსურ შეზღუდვებს სრულად მოუხსნის, რაც გამოცემის ცნობით, უნგრეთს წვდომას მისცემს დაახლოებით 30 მილიარდ ევროზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S