"ვმუშაობთ პოზიტიური შედეგების მისაღებად" – მიშელი ორბანს შეხვდა
13/12/2023 17:08:20 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში სედგა, რომელიც დღეს მიმდინარეობს.
"დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს და თქვენ იცით, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ. დღის წესრიგის საკითხები ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხისა და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში." - განაცხადა შარლ მიშელმა.
როგორც ცნობილია, ორბანი ბლოკავს უკრაინის თაობაზე ევროკავშირის ძირითად გადაწყვეტილებებს.


