Accentnews.ge
„ზემო ლარსთან" ასობით სატვირთოა თავმოყრილი

„ზემო ლარსთან" ასობით სატვირთოა თავმოყრილი

13/12/2023 14:19:26 საზოგადოება

„ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხარეს ასობით სატვირთოა თავმოყრილი. ამის შესახებ ჩრდილო ოსეთის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრი იუწყება.

კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთას 3 382 სატვირთო ელის.

საქართველოს მხარეს 12 დეკემბრის საღამოდან თოვლისა და ქარბუქის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კი გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S