Accentnews.ge
ხელისუფლება მომავალ წელს სოციალურ პროექტებზე ბიუჯეტიდან 6 მილიარდზე მეტის დახარჯვას აპირებს

ხელისუფლება მომავალ წელს სოციალურ პროექტებზე ბიუჯეტიდან 6 მილიარდზე მეტის დახარჯვას აპირებს

13/12/2023 14:06:35 პოლიტიკა, საზოგადოება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში 6 მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება თითქმის 80%-ით გაიზარდა.

  • „2024 წელს 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის;
  • 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის;
  • 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე;
  • მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს;
  • დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი;
  • 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S