Accentnews.ge
ფიცომ დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინასთან მიმართებით გადაწყვეტილებებს

ფიცომ დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინასთან მიმართებით გადაწყვეტილებებს

13/12/2023 12:01:01 მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინა "არაა მზად" ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ბრატისლავა არ დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერების 14–15 დეკემბრის სამიტზე. წერს Dennik N.

"ჩვენ არ ჩავერევით ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. უკრაინა აბსოლუტურად არ არის მზად მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა რობერტ ფიცომ.

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაჯ ბლანარმა ასევე განაცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აპირებს, დაბლოკოს უკრაინასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები.

ფიცოს პირობებში სლოვაკეთმა სეცალა დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით. მაგალთად, ის წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ასევე არ უჭეს მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S