Accentnews.ge
1000-მდე სკოლაში დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება

1000-მდე სკოლაში დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება

13/12/2023 09:32:24 საზოგადოება

იმ საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეარჩიეს, განათლების სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა შეარჩიეს დირექტორები, 1000-მდე სკოლაში კი კანდიდატების შესარჩევად ახალი კონკურსი გაიმართება.

"უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი... გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები... უახლოეს მომავალში გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს", - განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

დღეს სამინისტროს უკვე მიმართეს იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც დირექტორობა სურთ. ისინი ითხოვენ, დასახელდეს კონკურსის გამოცხადების კონკრეტული თარიღი. მათი სურვილია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, განისაზღვროს კონკურსის პირობები და მოხდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს შენობის წინ, აქციას მართავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ თავს დირექტორობის "დაბლოკილ კანდიდატებს" უწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S