Accentnews.ge
დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი"

დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი"

13/12/2023 08:53:19 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი". ზუსტად ამ წარწერას ამონტაჟებდნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან.

გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:

2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;

2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;

2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;

2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;

2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;

2023 წელს - მშვიდობის ქალაქი.

თბილისის მერია კვლავ ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება შემდეგ ადგილებზე:

  • ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა);
  • მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა "საახალწლო ქალაქი", ასევე გაიმართება საშობაო ბაზარი;
  • რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, დადგეს ცენტრალური ნაძვის ხე, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S