Accentnews.ge
კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

13/12/2023 07:27:45 მსოფლიო

კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვია, განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

„მტრის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჯამში 53 ადამიანი დაშავდა. მათგან 20, მათ შორის, ორი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა 33 დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. კერძოდ, ექვს ბავშვს“, - წერს ის თავის ტელეგრამ–არხზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა.

კიევში დაახლოებით ღამის 3 საათზე აფეთქების ხმა გაისმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა ათი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს კიევს და უკრაინელებმა 10–ვე ჩამოაგდეს.

რუსი სამხედროები რეგულარულად უტევენ უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით. მოსკოვი, მიუხედავად მტკიცებულებებისა, უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S