Accentnews.ge
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

13/12/2023 07:13:16 მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.

გენერალური ასამბლეის მიერ 13 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციას, რომლის შესრულება სავალდებულო არ არის, მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ. მომხრეებს შორის იყვნენ: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, იაპონია, მექსიკა და ინდოეთი.

წინააღმდეგი იყო 10 სახელმწიფო, მათ შორის – თავად ისრაელი და აშშ.

თავი შეიკავა 23-მა ქვეყანამ, მათ შორის – საქართველომ, უკრაინამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, იტალიამ, უნგრეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

რეზოლუცია, სახელწოდებით „სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და სამართლებრივი და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულება“, მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის – ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვას, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას.

გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა რეზოლუციას, რომელშიც „ჰამასი“ ნახსენები არ არის, თვალთმაქცური უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხელს აძლევს მხოლოდ ტერორისტებს და სასიკვდილო განაჩენი იქნება ისრაელის უამრავი მოქალაქისა და თავად ღაზას სექტორის მცხოვრებთათვის. ამ პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა. მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში - სახიფათო ისრაელელების და ასევე, პალესტინელებისთვის, რომლებიც იმსახურებენ „ჰამასისგან“ გათავისუფლებას და უკეთეს მომავალს.

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S