Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს

12/12/2023 12:12:45 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს.

"ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ. შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S