Accentnews.ge
მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი – ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი

მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი – ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი

12/12/2023 11:39:43 პოლიტიკა, საზოგადოება

განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკა წარადგინა.

მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიმიჯნება ერთმანეთისგან და ერთმანეთზე აღარ იქნება მიბმული.

როგორც მან აღნიშნა, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S