Accentnews.ge
გიორგი ამილახვარი: ცალკე იქნება სახელფასო პოლიტიკა და ცალკე პროფესიული განვითარება

გიორგი ამილახვარი: ცალკე იქნება სახელფასო პოლიტიკა და ცალკე პროფესიული განვითარება

12/12/2023 11:33:08 პოლიტიკა, საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, „საგანმანათლებლო კვლევის ეროვნული ცენტრის“ კვლევის შედეგების თანახმად, მასწავლებლების 65% სქემაში ჩართულია მხოლოდ სახელფასო პოლიტიკის გამო. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და „ეს ორი პროცესი გაიყოფა“.

„კვლევებისა და ანალიზის თანახმად, მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ მას სახელფასო დანამატი უნდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, აქ, ბუნებრივია, არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი და საუბარია მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ და ღია, ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფესიულ პროფკავშირთან ერთად და სხვა ყველა დაინტერესებულებთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მასწავლებლის სახლი შეცვლის მიდგომებს და მომავალი წლიდან სავალდებულო ტრენინგ-მოდულები გაუქმდება. სისტემა გადავა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომელიც მასწავლებლებს სჭირდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S