Accentnews.ge
ოსტინი: აშშ დაეხმარება უკრაინას, შექმნას ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთის შეკავებას უახლოეს წლებში

ოსტინი: აშშ დაეხმარება უკრაინას, შექმნას ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთის შეკავებას უახლოეს წლებში

12/12/2023 10:06:25 მსოფლიო

შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად „დაეხმარება უკრაინას, შექმნას ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთის შეკავება უახლოესი წლების განმავლობაში“, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა.

„გვაქვს განზრახვა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავეხმაროთ უკრაინას საბრძოლო წარმატებების განმტკიცებასა და გაფართოებაში და ძალების შექმნაში, რომლებსაც ექნებათ შეაძლებლობა, შეაკავონ რუსული აგრესია მომავალი წლების განმავლობაში“, - თქვა პენტაგონის პრეს–სამსახურის ცნობით, ოსტინმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები აპირებს "შეაკავოს რუსეთი შემდგომი აგრესიისგან - კერძოდ, ნატო–ს მოკავშირეების წინააღმდეგ და აჩვენოს მსოფლიოს, რომ ამერიკა არ შეირყევა თავისუფლების დაცვაში".

11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ვაშინგტონში ის უკვე შეხვდა პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე განვითარებული მოვლენები და უკრაინულ-ამერიკული შემდგომი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა თქვა, რომ ზელენსკის ვიზიტი "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას" უკრაინის მიმართ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S