NYT: ამერიკელები უკრაინისთვის 2024 წლის საომარი სტრატეგიის შემუშავებას შეუდგნენ
12/12/2023 08:57:59 მსოფლიო
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინელ კოლეგებთან ერთად კიევისთვის 2024 წლის ახალი საომარი სტრატეგიის შემუშავებას შეუდგნენ, - იუწყება The New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ახალ სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის დაწყების წინ კიევში სამვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ენტონი აგუტო ჩავიდა, რომელიც გერმანიის ტერიტორიიდან კიევის მხარდაჭერას ხელმძღვანელობს.
ამერიკული მხარის აზრით, ახალი სტრატეგია უნდა იყოს კონსერვატიული და მოიცავდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაცვას, წლის განმავლობაში მარაგებისა და ძალების გაზრდას, დამცავი ნაგებობების აგებას.
"რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20%-მდე აქვს დაკავებული. კიევს ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება არ სჭირდება. ახალი სტრატეგიის უპირველესი მიზანი აშშ-ის არასტაბილური ფინანსური დახმარების ფონზე უკრაინის თვითმყოფადობის ამაღლება და 2024 წლის ბოლოს - 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთის კონსტურქციული მოლაპარაკებებისთვის იძულება უნდა წარმოადგენდეს. თუმცა უკრიანული მხარე საკითხს სხვაგავარად უდგება და შეტევაზე გადასვლა სურს ან ხმელეთზე, ან შორ მანძილზე დარტყმების განხორიცელებით. მაგრამ ახალი სტრატეგიისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე კიევს მიზნის მიღწევა გაუჭირდება და ვითარება შეიძლება, გაირთულოს" - წერს გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.


