
მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა
12/12/2023 08:44:34 საზოგადოება
ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზურაბ ქარუმიძე არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მის ცნობილი რომანებია: „ჯაზის ყვავილობა“, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში” და სხვა. მას აღებული აქვს პრემია „საბა“ საუკეთსო რომანის კატეგორიაში.
ზურაბ ქარუმიძდე წლების განმავლობაში მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-5 წლებში კი იგი იყო "ფულბრაითის" მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.