Accentnews.ge
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტრებმა რეგიონული როუმინგის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტრებმა რეგიონული როუმინგის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

12/12/2023 07:54:29 პოლიტიკა

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დიდი ყურადღება დაეთმო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობას. მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტერიალის შედეგები, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ შეაჯამა. ევროკავშირის ცნობით, ბლოკი, წევრი ქვეყნები და პარტნიორები აძლიერებენ ძალისხმევას აღდგენის პროგრამის რეალიზების, სტაბულურობისა და აღმოსავლეთ პარტნიორიბის რეფორმისთვის, ასევე რეფორმების პროგრამების განსახორციელებლად და მთელ რეგიონზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარე ზემოქმედების განსახილველად. მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის კომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, ასევე ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საკითხები.

ევროკავშირის ინფორმაციით, მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს 2024 წლის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების მიმართ, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთში დამკვირვებელთა რაოდენობას 138-დან 209-მდე გაზრდის. ამის შესახებ ბორელმა განაცხადა და დასძინა, რომ „ არსბობს რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S