Accentnews.ge
წითელ ზღვაში მცურავ ნორვეგიულ სავაჭრო გემს ჰუსიტების მიერ კონტროლირებული იემენიდან  რაკეტა ესროლეს

წითელ ზღვაში მცურავ ნორვეგიულ სავაჭრო გემს ჰუსიტების მიერ კონტროლირებული იემენიდან  რაკეტა ესროლეს

12/12/2023 07:04:58 მსოფლიო

წითელ ზღვაში მცურავ ნორვეგიულ სავაჭრო გემს ჰუსიტების მიერ კონტროლირებული იემენიდან რაკეტა ესროლეს, – იუწყება ამერიკული მედია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავს დაესხმიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. მიემართებოდა თუ არა გემი ისრაელის პორტისკენ ჯერ–ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ჰუსიტებს ირანი უჭერს მხარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S