
მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ გაიზრდება
11/12/2023 17:27:31 პოლიტიკა, საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, "რაც იყო მიმდინარე წელს".
ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი - ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე",– თქვა მდინარაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ დასაქმებული ადამიანების ზრდა ქვეყანაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდას, თუმცა, "ბუნებრივია, ეს არ იქნება ისეთი დინამიკა, როგორიც იყო აქამდე".
"ასევე, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში (ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თეორიული რისკებიც უნდა დავაზღვიოთ), თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.