Accentnews.ge
NDI: „ოცნების" ყოველი მე-3 და ოპოზიციის ყოველი მე-5 მხარდამჭერი რუსეთთან ახლო თანამშრომლობის მომხრეა

NDI: „ოცნების" ყოველი მე-3 და ოპოზიციის ყოველი მე-5 მხარდამჭერი რუსეთთან ახლო თანამშრომლობის მომხრეა

11/12/2023 10:12:20 პოლიტიკა, საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობის მომხრეა.

ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია.

კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა? – პასუხები ასე გადანაწილდა:

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S