Accentnews.ge
NDI: გამოკითხულთა 47% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს

NDI: გამოკითხულთა 47% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს

11/12/2023 10:05:33 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს – 47% მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს.

ამასთან, კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 19% პასუხობს, რომ ასეთი „ქართული ოცნებაა”.

13% პასუხზე უარს ამბობს;

6% ამბობს, რომ არ იცის;

4% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას”;

სხვა პარტიები – 12%.

NDI-ის კვლევების თანახმად, უმრავლესობის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

კითხვაზე, არის თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? – პასუხები ასე განაწილდა:

დიახ – 29%;

არა – 62%;

არ ვიცი – 7%;

უარი პასუხზე – 2%.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ასე მოსახლეობის 53% მიიჩნევდა, მარტში – 51% ფიქრობდა.

თბილისის მცხოვრებლები, ახალგაზრდები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაწყვეტილებამიუღებელი მოქალაქეები პარლამენტარების მიმართ შედარებით უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S