Accentnews.ge
მედია: რუსული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა სახიფათო ტვირთით

მედია: რუსული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა სახიფათო ტვირთით

11/12/2023 09:53:16 მსოფლიო

რუსული ავიაკომპანია Utair-ის თვითმფრინავი, რომელიც ხანტი-მანსიისკიდან მოსკოვში მიფრინავდა, 11 დეკემბერს ავარიულად დაეშვა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში.

ტელეგრამ–არხების Baza–სა და Shot-ის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში სახიფათო ტვირთი იყო – სავარაუდოდ, 19 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერება, რომლის ტრანსპორტირების ნებართვასაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იძლევა.

ამავე წყაროების ცნობით, თვითმფრინავში 104 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების დაშავების შესახებ ცნობები არ ვრცელდება, არც ტვირთის დაზიანების.

გასული კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი ინციდენტი მოხდა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებთან დაკავშირებით. 8 დეკემბერს ნოვოსიბირსკში S7 Airlines-ის Boeing 737 ავარიული დაეშვა აფრენიდან მალევე ძრავის გაუმართაობის გამო. იმავე დღეს, "როსიას" ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, ავარიული დაშვება განახორციელა. 5 დეკემბერს თვითმფრინავი An-12 ავარიულად დაეშვა კომსომოლსკ-ონ-ამურში საჭის პრობლემის გამო.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსულ ავიაკომპანიებს პრობლემები აქვთ სათადარიგო ნაწილებთან და დასავლური თვითმფრინავების მოვლასთან დაკავშირებით, ამიტომ, იძულებულნი არიან, მნიშვნელოვნად შეამცირონ უსაფრთხოების მოთხოვნები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S