Accentnews.ge
NDI: მიუსაფარი ცხოველები და გზები ადგილობრივ დონეზე ყველაზე მეტად აწუხებთ

NDI: მიუსაფარი ცხოველები და გზები ადგილობრივ დონეზე ყველაზე მეტად აწუხებთ

11/12/2023 09:40:16 საზოგადოება

მიუსაფარი ცხოველები და მოუწესრიგებელი გზები ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლის მერე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მნიშვნელობაგასაკუთრებით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმ მიაღია.

კითხვაზე, „რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს?", პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა მიუსაფარი ცხოველები, 22%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა გზები, 15%-სთვის — სისუფთავე ქუჩებში, საგზაო მოძრაობა — 14%, გარემოს დაბინძურება — 14%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი — 14%.

გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ.

კვლევის შედეგების მიხედვით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ.

სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S