Accentnews.ge
NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა

NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა

11/12/2023 09:30:50 საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

კითხვაზე, "რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? მაქსიმუმ სამი პასუხი", პასუხები ასე ნაწილდება:

კვლევის თანახმად, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

ამასთან, კვლევის თანახმად, შეინიშნება მცირედი სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის, კერძოდ, განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S