Accentnews.ge
ნეთანიაჰუ პუტინს ესაუბრა

ნეთანიაჰუ პუტინს ესაუბრა

11/12/2023 06:24:50 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო,– ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ ასევე გამოთქვა „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო მკაფიო უკმაყოფილება.

რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S