უკრაინა: რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა კვლავ განახორციელა, განადგურებულია 8 რაკეტა
11/12/2023 06:18:24 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა კვლავ განახორციელა.
მისი ცნობით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 4:15 საათზე გამოცხადდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, განადგურებულია 8 რაკეტა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დარნიცკის რაიონში დაშავდა 4 ადამიანი.


