Accentnews.ge
ხვალ ვაშინგტონში ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა გაიმართება

ხვალ ვაშინგტონში ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა გაიმართება

11/12/2023 05:47:54 მსოფლიო

ხვალ ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართება

თეთრი სახლის პრეს–სპიკერის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, "შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან".

„იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და აცხადებს, რომ პრეზიდენტები, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სსაკითხებს განიხილავენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს აშშ–ში ზელენსკის რიგით მესამე ვიზიტი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S