Accentnews.ge
სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

08/12/2023 16:25:28 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ერთ-ერთმა მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ "პოსტი" პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაახლოებით, თვენახევრის წინ დატოვა.

ნათია ჯულაყიძე ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა.

ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S