
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი თემურ ხარიაშვილის ცხედარი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს
08/12/2023 14:54:40 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი თემურ ხარიაშვილის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს .
"1986 წელს დაბადებული თემურ ხარიაშვილი დონბასის გათავისუფლების ბრძოლაში დაიღუპა. რუსულმა მხარემ დაღუპულის ცხედარი როსტოვიდან სოჭში გადაასვენა და იქ გადასცა ჩვენი რესპუბლიკის სამაშველო უწყებას“, - ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნოემბრის ბოლოს უკრაინიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს ორი მებრძოლის: შამილ დასანიას და მარზაკან აჩბას ცხედრები. ისინი დონეცკის ოლქში, ავდეევკის ინდუსტრიულ ზონაში დაიღუპნენ.