
ლარი გამყარებას განაგრძობს
08/12/2023 13:53:08 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6695 ლარი ეღირება, ევრო – 2.8793 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3590 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6790 ლარი ღირდა, ევრო – 2.8850 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3702 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.