Accentnews.ge
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

08/12/2023 13:14:33 საზოგადოება

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.

მისი ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში.

თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S