
CNN–მა თბილისი 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს
08/12/2023 08:20:18 ეკონომიკა
CNN–მა თბილისი 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN–ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.
„შობა ვისაც გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ, შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია. ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები", წერს CNN–ის ჟურნალისტი.