ბორელი - სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაზე: ისტორიული შანსია რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას
08/12/2023 06:26:47 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
მისი თქმით, ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.
"მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, - აცხადებს ბორელი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.


