
პრეზიდენტი: ხანუქას განსაკუთრებით მათ ვულოცავ, ვინც რწმენის სიმტკიცის დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია
07/12/2023 19:36:37 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც რწმენის სიმტკიცის ამ დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია, იქ, სადაც დღეს მშვიდობისთვის ბრძოლა უწევთ”, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.