Accentnews.ge
რუსეთმა ხარკოვზე მორიგი შეტევა განახორციელა

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი შეტევა განახორციელა

08/12/2023 05:16:53 მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი შეტევა განახორციელა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს 6 მართვადი საზენიტო რაკეტით С-300. გარდა ამისა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე შეტევა იყო 7 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციის მიხედვით, მათ მხოლოდ დრონების, 7-დან 5-ის განადგურება შეძლეს.

რუსეთის არმიამ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო და მოგვიანებით დაიკავა ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S