Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის შემდეგ სანქციები აშშ–მაც დააწესა ორი რუსის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის შემდეგ სანქციები აშშ–მაც დააწესა ორი რუსის წინააღმდეგ

07/12/2023 16:30:10 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიბერსფეროსთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა ორი რუსის წინააღმდეგ. ინფორმაცია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ვებ–გვერდზეა განთავსებული.

საუბარია ანდრეი კორინეცსა და რუსლან პერეტიატკოსზე.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა დააწესა სანქციები ამავე პირების წინააღმდეგ Star Blizzard-თან კავშირისა და ფიშინგ კამპანიების მომზადებაში მონაწილეობის გამო.

ლონდონი აცხადებს, რომ Star Blizzard ჯგუფი რუსეთის FSB-ს ექვემდებარება.

7 დეკემბერს ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დგას დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის გრძელვადიანი წარუმატებელი მცდელობების უკან. იუწყებიან, რომ სამიზნეები იყვნენ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S