ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს
07/12/2023 12:58:51 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს, – იუწყება BBC.
„დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობების უკან დგას. მათ სამიზნეებს პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. მათ მიზანს მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენდა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეო დოქერტიმ.
მან თემთა პალატას განუცხადა, რომ სანქციები „Star Blizzard“-ის ჰაკერების ჯგუფის ორი ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა, მათგან ერთ-ერთი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოქმედი ოფიცერია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი უკვე დაიბარეს.


