ფიცოს მთავრობა პროკურატურის იმ ოფისს ხურავს, რომელიც კორუფციას და მძიმე დანაშაულებს იძიებს
07/12/2023 15:49:34 მსოფლიო
სლოვაკეთის ახალ კოალიციურ მთავრობას სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დაიხურება.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას.
კანონპროექტს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. რობერტ ფიცოს კოალიციას 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატი აქვს და ვეტოს დაძლევა შეუძლია. არსებობს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაც.
30 სექტემბერს სლოვაკეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ფიცომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება „სმერს“ წლებია, კორუფციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, სასამართლოზე, მედიაზე ზეწოლაში.
იხილეთ ასევე: ფიცო სლოვაკეთის წამყვანი მედიასაშუალებების შეზღუდვაზე ალაპარაკდა


